11:41 - 29 Feb, 2020
2020-02-14 22:14:28, 912 ნახვა

საზოგადოება/
სტუდენტები და საზოგადოების ნაწილი ილიაუნიდან და საქართველოს უნივერსიტეტიდან ჰომოფობი ლექტორის გათავისუფლებას ითხოვს

სტუდენტთა და საზოგადოების ნაწილი საქართველოს უნივერსიტეტის და ილიაუნის ლექტორის ნინო ოქროსცვარიძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს. სტუდენტების და ლგბტქ უფლებადაცვითი ორგანიზაციების პროტესტი ნინო ოქროსცვარიძის ჰომოფობიურმა პოსტმა გამოიწვია.

მოგვიანებით ლექტორმა ყველა ჰომოფობიური პოსტი წაშალა, მათ შორის რეჟისორ ლევან აკინზეც.

"ტაბულას" ცნობით, ნინო ოქროსცვარიძემ დღეს, 14 იანვარს, ერთ-ერთი მაღაზიის ფეისბუქ გვერდისგან ვალენტინობის დღესასწაულის აღსანიშნავი ფოტოები გააზიარა, რომელთა შორის ჰომოსექსუალი წყვილებიც იყვნენ. ორი უნივერსიტეტის ლექტორმა დაწერა, რომ "ლესბოსელებს და პედიკების ლოშვნას" სახეში ტენიან.
"აი თქვენი ბრენდის დედაც რა:)) რა სახეში გვტენით ამ ლესბოსელებს და პედიკების ლოშვნას:) პედიკიც მყავს მეგობრები და ლესბოსელები, მაგრამ არ მირტყავენ ცხვირში ყოველწამს თავის ორიენტაცისს.. დავიღალეთ ნუ... ტანსაცმელი ლოშვნის გარეშე არ გამოდის თუ?:)) ასეთი ხიხო და ბანძი საზოგადოება ჩვენში რომ არის, ტყუილია რა....", - წერს ლექტორი [სტილი დაცულია].

მას შემდეგ, რაც მის კომენტარებსა და პოსტს გამოხმაურება მოჰყვა, ნინო ოქროსცვარიძემ ფეისბუქზე ახალი პოსტი დაწერა:

"დიდი ობსტრუქცია მომიწყეს ლესბოსელ/ პედიკებმა:))) “ეიჩემის” პოსტთან დაკავშირებით:)) პლიუს უნის რექტორი მონიშნეს-ეს ადამიანი ჩვენს უფლებებს ლახავსო:)))
პ.ს. საქართველოს უნის რექტორიც მონიშნეთ არ დაგავიწყდეთ:))!", - წერს ლექტორი [სტილი დაცულია].




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics