09:52 - 29 Feb, 2020
2020-02-14 22:02:03, 1311 ნახვა

სამართალი/
მარნეულში გატაცებული 17 წლის გოგოს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათია დაუდგენელია

მარნეულში გატაცებული 17 წლის გოგოს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათია დაუდგენელია. ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს ცნობით, არასრულწლოვანი გოგონას მშობლები და ახლობლები, რომლის ადგილსამყოფელი უკვე რამდენიმე საათია დაუდგენელია, მარნეულის პოლიციასთან ერთადერთი მოთხოვნით შეიკრიბნენ. მათ სამართალდამცველებს ულტიმატუმი წაუყენეს და გატაცებული მოზარდის დროულად გათავისუფლება მოითხოვეს.

მარნეულის ცენტრიდან არასრულწლოვანი გოგონა იმ დროს გაიტაცეს, როდესაც მოსამზადებელ კურსზე ერთ-ერთ რეპეტიტორთან მიდიოდა. შემთხვევის დროს 17 წლის მოზარდი ორ თანატოლთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ 4 ახალგაზრდა მამაკაცი მათ თავს მოულოდნელად დაესხა და გოგონა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს.

მარნეულში იმყოფება სახალხო დამცველი ნონო ლომჯარიაც.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს-ში არ აკონკრეტებენ იდენტიფიცირებულია თუ არა გამტაცებელი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics