11:07 - 29 Feb, 2020
2020-02-14 18:35:50, 1279 ნახვა

სამართალი/
ფოთის ყოფილი მერი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ფოთის ყოფილი მერი და მასთან ერთა დაკავებული სამი პირი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართე შოთა ბიჭიამ მიიღო.

დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში არსებული ყველა მოწმე გამოკითხულია და შესაბამისად, მათზე ზემოქმედების არანაირი საფუძველი აღარ არსებობს.

ირაკლი კაკულიას 50 000 ათას ლარიანი, ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიას და ლევან ჩოჩიას კი 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 8 ნოემბერს 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია იყო.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება. გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალოსწინებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics