12:08 - 29 Feb, 2020
2020-02-14 13:35:00, 275 ნახვა

საზოგადოება/
თალაკვაძე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე - სადაც არ უნდა შევხვდეთ, ჩვენი პოზიციები იქნება ძალიან პრინციპული და მკაცრი

„ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი კომპრომისი და დათმობა არ მოხდება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მაისში, თბილისში ჩატარებასთან დაკავშირებით რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის საკითხს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, რუსეთი ახორციელებს უკანონო ოკუპაციას და ნებისმიერ საერთაშორისო ფორმტში, სადაც რუსეთის დელეგაციას შეხვდებიან, პოზიციები იქნება პრინციპული და მკაცრი.

„როგორც იცით, საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ამის ფარგლებში საერთაშორისო ვალდებულებები გვაქვს, რომ ევროპის საბჭოს სამუშაო პროცესი ვუზრუნველვყოთ ისე, როგორც ეს წინა თავმჯდომარე ქვეყანამ გააკეთა. ეს დადგენილი პრაქტიკაა და ჩვენ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს შევასრულებთ იმ ფარგლებში, რასაც ჩვენი ეროვნული ინტერესები ითვალისწინებს. ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარი კომპრომისი და არავითარი დათმობა არ მოხდება. სერგეი ლავროვთან და რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით პირველი განცხადებები ჩვენ გავაკეთეთ, ახლა ოპოზიციის უკან მიდევნებული მკაცრი რიტორიკა არაფერს ცვლის. კარგად ვიცით, რუსეთი ახორციელებს უკანონო ოკუპაციას და ნებისმიერ საერთაშორისო ფორმატში, სადაც ჩვენ შევხვდებით რუსეთის დელეგაციას, თუ მის წარმომადგენლობას – მინისტრებს, თუ ხელმძღვანელ პირებს, ჩვენი პოზიციები ძალიან პრინციპული და მკაცრი იქნება. რაც შეეხება ამ შეხვედრის ჩატარებას, ევროპის საბჭოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ და რა ფორმატით ჩატარდება.ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ინტერესები და კანონმდებლობა იქნება დაცული და ჩვენ ასევე შევასრულებთ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics