09:41 - 29 Feb, 2020
2020-02-14 13:23:44, 643 ნახვა

კომენტარი/
თალაკვაძე - პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ თანამშრომლობას, ოპოზიციას კი, შევხვდებით არჩევნებზე

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და თანამშრომლობას პარტნიორებთან ერთად ნებისმიერ საკითხზე, ოპოიციას კი, შევხვდებით არჩევნებში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საარჩევნო წელი დაძაბულია და „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია საზოგადოებასთან მუშაობა.

„დეკლარაციის საკითხი ვერ შეცვლის საქართველოს ევროპულ არჩევანს და ევროპულ გზას, მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და თანამშრმლობას ნებისმიერ საკითხზე, რაც შეეხება ოპოზიციას, შევხვდებით არჩევნებში. ჩვენთვის, მთავარი ამოცანაა ვიმუშაოთ ჩვენს საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან და მოვემზადოთ არჩევნებისთვის, მოსალოდნელიც იყო, რომ საარჩევნო წელი იქნებოდა დაძაბული, ვხედავთ, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც აქვს ნულოვანი ან დაბალი მხარდაჭერა წინასაარჩევნო კამპანიას ახორციელებს საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი არის ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მანვე დასძინა, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ 2012 წელსაც იყო და არის „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე, თუმცა არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ’.

„რაც შეეხება ევროპარლამენტს, იცით, რომ ევროპის სახალხო პარტია 2012 წელსაც და მანამდეც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე პოლიტიკური პარტია და 2012 წლის და შემდეგ წლის არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის პოლიტიკური პროცესი, ევროპარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო და ეს არავითარ დამატებით დაძაბულობას არ უნდა იწვევდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ჩვენი მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი და მთავარ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ამოცანაა მოვემზადოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. გპირდებით, როგორც ხელისუფლება, ეს არჩევნებიც ჩატარდება დემოკრატიულად, გამჭვირვალედ და თავისუფლად“, - აღნიშნა თალაკვაძემ.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics