12:12 - 29 Feb, 2020
2020-02-01 21:37:26, 4756 ნახვა

სპორტი/
ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრებს მოუგო

რაგბი ევროპის ჩემპიონატის თამაშზე საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა, ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრებს მოუგო ანგარიშით 41:13. 

შეხვედრის პირველი ნახევარი მძიმე ბრძოლაში წარიმართა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა, მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა, რუმინელებს შანსი არ დაუტოვა და დიდი ანგარიშით 41:13 დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა ამ შეხვედრაში ორი ბონუს ქულა აიღეს.

რუმინეთთან მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის ლევან მაისაშვილისთვის პირველი იყო. პირველი თებერვლის გამარჯვებით საქართველო ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლა. ანთიმოზ ივერიელის თასი საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის, 2002 წლის შემდეგ თამაშდება. ამ თამაშამდე თასი ბორჯღალოსნებმა 12 ჯერ ხოლო რუმინელებმა 6 ჯერ მოიგეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics