00:48 - 29 Jan, 2020
2020-01-15 11:36:48, 212 ნახვა

საზოგადოება/
სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა - Human Rights Wath-ის ანგარიში

Human Rights Wath-ი ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ანგარიშში საუბარია გასული წლის ივნისში გამართულ „პრაიდის კვირეულსა“ და შვედურ-ქართული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე.

„პირველად საქართველოს ისტორიაში აქტივისტთა ჯგუფმა „პრაიდის კვირეული“ დაგეგმა 22 ივნისისთვის, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ღონისძიება და „ღირსების მარში“ უნდა ჩატარებულიყო. 31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ ეს ღონისძიებები გარეთ ვერ გაიმართებოდა მონაწილე პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო. 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, „არ დაეშვა“ პრაიდის თბილისში ჩატარება, რადგან ეს „ყოვლად მიუღებელი“ იყო. ორი დღის შემდეგ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებსაც ულტრაკონსერვატორი ბიზნესმენი ლევან ვასაძე ხელმძღვანელობდა, აქცია მოაწყვეს, რომელზეც ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ და გეი ადამიანების წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიდნენ. პოლიციამ ვასაძის განცხადებების გამოძიება დაიწყო. ეს გამოძიება არ იყო დასრულებული ამ ანგარიშის მომზადების მომენტისთვის.

„პრაიდის“ ღონისძიებები შენობაში ჩატარდა. 8 ივლისს 40-მდე აქტივისტმა და ლგბტ უფლებების დამცველმა „ღირსების მარში“ გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ.

ნოემბერში, ულტრანაციონალისტურმა ჯგუფებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს გეი შეყვარებულების თემაზე გადაღებული შვედურ-ქართული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ თბილისსა და ბათუმში. ამ აქციების დროს ისინი ფილმის სანახავად მისულ მოქალაქეებს აშინებდნენ და ზოგ შემთხვევაში, თავს ესხმოდნენ კიდეც. პოლიციამ დააკავა 27 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის ბრალდებებით, ხოლო ერთი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობდა სისხლის სამართლებრივი გამოძიება“, - ნათქვამია ანგარიშში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics