23:18 - 28 Jan, 2020
2020-01-15 10:21:46, 180 ნახვა

საზოგადოება/
დიდუბეში ერთმანეთს სამი ავტომობილი და ერთი მოტოციკლი შეეჯახა - არიან დაშავებულები

თბილისში, დიდუბის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი და ერთი მოტოციკლი შეეჯახა, რომლის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას  გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics