00:02 - 29 Jan, 2020
2020-01-14 16:05:29, 521 ნახვა

კომენტარი/
გია ვოლსკი: ჩორჩანაში ოკუპაციის იმ ხაზს ავლებენ, რომელიც სააკაშვილმა დაადგინა 2007 წლის 10 მაისს

„ჩორჩანაში ოკუპაციის იმ ხაზს ავლებენ, რომელიც სააკაშვილმა დაადგინა 2007 წლის 10 მაისს“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ დაწყებულ ბორდერიზაციის საკითხს.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებების გაკეთება ყოველგვარი აპელირების გარეშე, პოლიტიკური მიზნის მისაღწევი გზაა.

„ისინი ოკუპაციის იმ ხაზს ავლებენ, რომელიც სააკაშვილმა დაადგინა 2007 წლის 10 მაისს. ყოველდღე ესეთი განცხადებების კეთება და ყოველგვარი აპელირების გარეშე, თუ რატომ გვაქვს დღეს ასეთი ტრაგიკული მდგომარეობა შექმნილი, სწორედ რომ პოლიტიკური მიზნის მისაღწევი გზაა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, მიმდინარეობს კონსულტაციები  საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics