22:50 - 28 Jan, 2020
2020-01-12 13:58:03, 2654 ნახვა

მსოფლიო/
დონალდ ტრამპმა თეირანში აქციის მონაწილე სტუდენტებს სპარსულ ენაზე მიმართა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანში გამართულ ანტისამთავრობო აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან მიმართა ირანელ ხალხს, როგორც ინგლისურ, ასევე სპარსულ ენებზე:

"მამაც, ტანჯულ ირანელ ხალხს: ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისიდან თქვენს გვერდით ვდგავარ და ჩემი ადმინისტრაცია თქვენს მხარდაჭერას გააგრძელებს. ჩვენ თქვენს საპროტესტო აქციებს ახლოდან ვაკვირდებით და თქვენი გამბედაობით შთაგონებულები ვართ. ირანის მთავრობამ უნდა დაუშვას ადამიანის უფლებათა ჯგუფები რათა დააკვირდნენ და გადმოგვცენ ფაქტები ადგილზე მიმდინარე პროტესტიდან. მშვიდობიანი მომიტინგეების ხოცვა-ჟლეტა აღარ უნდა განმეორდეს, არც ინტერნეტის გათიშვა. მსოფლიო გიყურებთ." წერს დონალდ ტრამპი.

ირანის პოლიციამ თეირანში, ერთ-ერთ უნივერსიტეტთან გამართული ანტისამთავრობო აქცია დაშალა, – აღნიშნულ ინფორმაციას „ფრანს 24“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აქცია Amir Kabir-ისა და Sharif-ის ასობით სტუდენტმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის საწინააღმდეგოდ გამართა. აქციის მონაწილეები თვითმფრინავის ჩამოგდებასა და ირანის მიერ ამ ინფორმაციის 4 დღის განმავლობაში დამალვას აპროტესტებდნენ.
ირანული მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ, რომლებიც დაღუპულებისადმი პატივისცემის ნიშნად სანთლებს ანთებდნენ, თუმცა მალე მათ სხვებიც შეუერთდნენ. როგორც Reuters ერთ-ერთ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, მოგვიანებით მიტინგი ანტისამთავრობო ლოზუნგებში გადაიზარდა და რამდენიმე პირმა გენერალ ყასემ სოლეიმანის ფოტოები დაწვა და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა - მოკლულის ოჯახი და ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ
NBA-ის ლეგენდას, კობი ბრაიანტს, მსოფლიო ემშვიდობება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics