23:22 - 24 Jan, 2020
2019-12-24 14:56:46, 3986 ნახვა

High - Tech/
ასეთი იქნება GALAXY NOTE 10 Lite

იმის მიუხედავად, რომ 2020 წელი ჯერ არ დამდგარა, კომპანია "სამსუნგი" დიდ და ინოვაციურ სიახლეებს უკვე გეგმავს.

როგორც აღმოჩნდა, Note 10 და Note 10 + არც ისე მაღალი გაყდვების მაჩვენებლით გამოირჩევიან და კომპანიამ 2019 წლის ფლაგმანის "შემსუბუქებული" ვერსიის გამოშვება გადაწყვიტა.

Galaxy Note 10 Lite იანვარში გამოვა, მისი ფასი 600 ევრო იქნება, მაგრამ მონაცემები ერთგვარ შემსუბუქებას დაექვემდებარებიან.

ახალ სმარტფონს 6.7 ინჩიანი დიაგონალის Super Amoled ეკრანი , 4800მილიამპერიანი ბატარეა და სავარაუდოდ პლასტმასის კორპუსი ექნება. ახალი Note, Exynos 9810 ბაზაზე იმუშავებს, მას 6 გიგაბაიტი ოპერატიული და 128 შიდა  მეხსიერება ექნება.

უცნაურ კოლაბსში აღმოჩნდება კამერების მოდული, რომელიც სხვათაშორის კვადრატული ფორმის იქნება. სმარტფონს ერთი "სელფის" 32მეგაპიქსელიანი და 3 ძირითადი-12 მპ (f/1.7)სტანდარტული + 12 მპ ულტრაგანიერი (f/2.2) + 5 მპ სიღრმის სენსორი ექნება. ტელეზუმი-ე.წ საპორტრეტო ლინზა კი ტელეფონის ბიუჯეტურობას ემსხვერპლა.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, Note 10 Lite იქნება იგივე A სერიის სმარტფონი, რომელსაც სტილუსი მოჰყვება და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, გჭირდებათ ეს "ჯადოსნური ჯოხი" თუ არა.




ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE
" data-width="330" data-show-text="false">
" class="fb-xfbml-parse-ignore">">

ვითარება საკრებულოსთან






როგორ აფასებს ხელისუფლება და ოპოზიცია კონგრესმენების მიერ გახარიასთვის გაგზავნილ წერილს
„საერთაშორისო გამჭირველობა“ - კორუფციის აღქმის ინდექსში, პოზიციის გაუარესების მიუხედავად, საქართველო რეგიონში ლიდერ ქვეყნად რჩება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics