16:42 - 17 Feb, 2020
2019-12-08 23:51:52, 9849 ნახვა

პოლიტიკა
მმართველი პარტია და ოპოზიცია 2020 წლის მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებზე შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრებს

მმართველი პარტია და ოპოზიცია 2020 წლის მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებზე შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრებს.ოთხაათიანი დისკუსიის შემდეგ ეს ერთადერთი საკითხია რომელზეც შეთანხმება ევროპარლამენტარებთან შედგა.
"ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა ხელისუფლებას "გერმანული მოდელის" ცალკეული კომპონენტის განხილვა შესთავაზა, რაზეც "ქართულმა ოცნებამ" მოსაფიქრებლად დრო მოითხოვა. 

"დიპლომატების მხრიდან იყო შემოთავაზებული, რომ ცალკე განხილულიყო მრავალმანდატიანი მაჟორიტარული კომპონენტი. მინდა მოქალაქეებსაც ავუხსნა, აქამდე იყო 73 მაჟორიტარული ოლქი, სადაც თითოეული ადამიანი თითო ხმას აძლევდა თითო მაჟორიტარ დეპუტატს. მომავალში, ჩვენს მოდელში, სადაც არის 150 ადგილის პროპორციული გადანაწილება, მაჟორიტარული კომპონენტი იცვლება. შეიქმნება 10 მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი. მაგალითად, მთლიანად სამეგრელოში იქნება 1 ოლქი და 7 საუკეთესო შედეგის მქონე მაჟორიტარი შევა პარლამენტში. ეს არის სიახლე, რომელიც ჩვენ მოვიფიქრეთ და რომელთანაც დაკავშირებით, "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ აქ ვერ ხედავს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობას და ისინი თავის ვერსიას შემოგვთავაზებენ,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ქართველ ტრადიციონალისტთა" კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი აღნიშნავს, რომ შეხვედრა დადებითი შედეგით დასრულდა. ასათიანის თქმით, მმართველ გუნდს, დიპლომატების მიერ წამოჭრილ შეთავაზებაზე მსჯელობის დაწყებაზე დათანხმება მოუწია, რომელიც მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები სისტემას გულისხმობს. 








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომინეტი მთავარი კროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენს - პირდაპირი






პატრიარქი კორონავირუსზე - ღვთის განგებაა, შემთხვევითი არ არის, რომ სენი, რომელიც მოედო მსოფლიოს, საქართველოში არ არის
„ევროპარლამენტი მოგვიწოდებს, მძიმე რეპუტაციის ოპოზიცია, საკუთარი მხრებით ვატაროთ“ - ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics