16:46 - 17 Feb, 2020
2019-12-05 10:45:36, 4381 ნახვა

სამხედრო/
დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

ვიზიტის მეორე დღეს თავდაცვის მინისტრი სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ჯარის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მინისტრის გადაწყვეტილებით ყაზარმების, სასადილოების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების კაპიტალური რეაბილიტაცია- მშენებლობა, ღია და დახურულ სივრცეში მულტიფუნქციური სტადიონებისა და სპორტდარბაზების მოწყობა 2020 წლის ბოლომდე დასრულდება. შენობების რეაბილიტაციის გარდა, მიმდინარეობს სველი წერტილების რემონტი, შემოღობვისა და გარე განათების აღდგენა, საინჟინრო კომუნიკაციებისა და შიდა გზების მოწესრიგება. მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრი აჭარის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ქობულეთში მდებარე ბაზაზე დასრულებულ და მიმდინარე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კიდევ ერთი ყაზარმის, სპორტული მოედნის, საყარაულო შენობის, საკონტროლო გამშვები პუნქტისა და ავტოპარკის მშენებლობა.

აჭარის რეგიონში ვიზიტი ირაკლი ღარიბაშვილმა ადლიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში სტუმრობით დაასრულა. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2019 წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი, 100 მლნ ლარი დაიხარჯება, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ქართული ჯარის ინფრასტრუქტურას, ყველა ყაზარმისა და სასადილოს სრული რეაბილიტაცია კი, თვისობრივად გააუმჯობესებს სამხედროების საცხოვრებელ პირობებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომინეტი მთავარი კროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენს - პირდაპირი






პატრიარქი კორონავირუსზე - ღვთის განგებაა, შემთხვევითი არ არის, რომ სენი, რომელიც მოედო მსოფლიოს, საქართველოში არ არის
„ევროპარლამენტი მოგვიწოდებს, მძიმე რეპუტაციის ოპოზიცია, საკუთარი მხრებით ვატაროთ“ - ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics