14:51 - 11 Dec, 2019
2019-12-03 19:28:16, 931 ნახვა

ეკონომიკა/
თურნავა - მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას დღეს შეუძლია დასაქმებას ხელი შეუწყოს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც

„ინვესტორებისადმი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა, მაგრამ ამისთვის ბაზარზე შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციის კადრები უნდა არსებობდეს და აქ ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ სინერგიას და თანამშრომლობას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კოლეჯ „სპექტრში" გამართულ ბრიტანული საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის (BTEC) მიერ ავტორიზებული საერთაშორისო პროფესიული პროგრამების დიპლომები გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

„სპექტრის" დღევანდელი მაგალითიც არის ძალიან კარგი პლატფორმა, სადაც კერძო ბიზნესი, საგანმანათლებლო დაწესებულება და მთავრობა მშვენივრად თანამშრომლობს იმისთვის, რომ ყველამ თავის მიზანს მიაღწიოს. ჩვენ ხელს შევუწყობთ ახალ, მომზადებულ და  განათლებულ კადრებს, რომლებზეც არის მოთხოვნა, კომპანიები ხელს შეუწყობენ დასაქმების გაზრდას და მთლიანობაში განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა" - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროფესიული განათლების სასწავლებლებს მხარდაჭერა აღუთქვა სხვადასხვა მიმართულებით -  იქნება ეს ახალი შენობები, გრანტები, აპარატურა, ახალი პროექტები თუ სხვა.  ნათია თურნავას ინფორმაციით, „ნენსკრა", „თბილის ენერჯი", სხვადასხვა მცირე თუ საშუალო ჰესი, ასევე სახელმწიფო ენერგოსისტემა მზად არიან,  პროფესიული განათლების, მომზადებული სპეციალისტები აიყვანონ სამსახურში.

მინისტრის განცხადებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მთავრობას დღეს შეუძლია, დასაქმებას ხელი შეუწყოს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც.

„დიპლომები, რომლებსაც „სპექტრი" გასცემს და თქვენ მიიღებთ, აღიარებულია მსოფლიოს 150 ქვეყანაში, თქვენნაირ სპეციალისტებზე გლობალურად არის უდიდესი მოთხოვნა, მაგრამ ჩვენი, მთავრობის  ამოცანაა, სხვადასხვა ქვეყანასთან დავამყაროთ ორმხრივი ურთიერთობები და გავაფორმოთ ხელშეკრულებები, რომ, სურვილის შემთხვევაში, თქვენ საზღვარგარეთაც შეძლოთ ღირსეული დასაქმება, როგორც კვალიფიციურმა სპეციალისტებმა და არა როგორც არალეგალური შრომითი მიგრაციის სუბიექტებმა. მათ შორის ასეთივე შესაძლებლობა შევქმნათ მთლიანად ევროპაში, რადგან ჩვენ ყველანი ვართ ერთიანი ევროპული სახლის ნაწილი. ასევე ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ბიზნესი იყოს კონკურენტული, რომ უკეთესი ხელფასები შემოგთავაზონ და არ მოგინდეთ სხვა ქვეყანაში წასვლა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ქართველის მიერ 120 000 დოლარად შეფასებული ბანანის შეჭმა პერფომანსი აღმოჩნდა
ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics