17:33 - 09 Dec, 2019
2019-12-03 16:47:14, 939 ნახვა

სამართალი/
მცხეთის მერიასთან გამართულ აქციაზე „ოცნების“ მხარდამჭერი დააკავეს

მცხეთის მერიასთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დააკავეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მმართველი გუნდის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზაალ უდუმაშვილს „ოცნების“ მხარდამჭერებმა ბოთლი და ცოცხი ესროლეს, „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიას კი, წყალი შეასხეს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics