2019-12-03 15:40:38, 660 ნახვა
საზოგადოება/ მცხეთის მერიასთან საპროტესტო აქციაზე ზაალ უდუმაშვილს ბოთლი და ცოცხი ესროლეს
![]() მცხეთის მერიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზაალ უდუმაშვილს ბოთლი და ცოცხი ესროლეს. აღნიშნული შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ზაალ უდუმაშვილი პირდაპირ ეთერში სატელევიზიო კომენტარს აკეთებდა. როგორც სამართალდამცველებმა აღნიშნეს, პირი, რომელმაც უდუმაშვილს აღნიშნული ნივთები ესროლა, დაკავებულია. გარდა ამისა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას კონტრაქციის მონაწილეებმა წყალი შეასხეს, თუმცა სამართალდამცველებს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეგახსენებთ, რომ დღეს, მცხეთაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერები კვლავ შეიკრიბნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და პარტიის წარმომადგენლები მცხეთის მერიასთან აქციას მართავენ, რომელზეც ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პარალელურად, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიიდან დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან, მსვლელობით მიდიან.
|
ვიდეო/LIVE თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა
![]() არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, კიდევ 11 პირი დააკავეს
მთავარი თემა
![]() ![]() ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
![]() ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
|