05:08 - 08 Dec, 2019
2019-12-03 13:41:30, 785 ნახვა

რეგიონი/
ლახამულა-მესტიის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლახამულა-მესტიის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის ჯაჭვებით გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა. ამასთანავე, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლის გამო, კმ100-კმ186 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ100-კმ138 (ლახამულა-მესტია) მონაკვეთზე თავისუფალია, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ100 (ზუგდიდი - ლახამულა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics