04:00 - 08 Dec, 2019
2019-12-03 12:43:51, 334 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე დაპირისპირებაზე: რატო უნდა მოგინდეს „ოცნების“ ოფისთან გააპროტესტო, არ არის სხვა ლოკაციები?

„რატო უნდა მოგინდეს, რომ მიხვიდე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან და გააპროტესტო, არ არის სხვა კონკრეტული ლოკაციები იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი თუ რა?“,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ყველაფერი ოპოზიციის მხრიდან არის მიზანმიმართულად ორგანიზებული.

„კატეგორიულად ვემიჯნები ყველaნაირ ძალადობას და ნამდვილად არ მსიამოვნებს ის დაპირისპირებები. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად და ამის ორგანიზატორი გახლავთ ოპოზიცია. რატო უნდა მოგინდეს, რომ მიხვიდე პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან და გააპროტესტო, არ არის სხვა კონკრეტული ლოკაციები იმისთვის, რომ გამოთქვა შენი პროტესტი თუ რა? ნუ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება იმiსთვის, რომ მოხდეს დაპირისპირება. ახალგაზრდები არიან და მითუმეტეს, კატეგორიულად მიუღებელია მათი ერთმანეთთან დაპირისპირება. ჩვენ ქართველები ვართ, სისხლი გვიდუღს, მაგრამ ეს სისხლის დუღილი, მე ვფიქრობ, სხვა მიმართულებით უნდა გამოვიყენოთ და მოვახმაროთ ქვეყნის განვითარებას და წინსვლას და არა ერთმანეთთან დაპირისპირებას და ცხვირ-პირის მტვრევას“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მცხეთის მერიასთან და, მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე მათგანი დაშავდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics