16:17 - 09 Dec, 2019
2019-12-03 12:34:58, 361 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები ძალადობის გამომწვევი აქტივობების აღსაკვეთად

„სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტივობები, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს“, - ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მომავალში პროვოკაციული ჯგუფების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.  

„გუშინ რაც ვნახეთ, უკვე რეალურად ნათელია საზოგადოებისთვის რა იწვევს და რამ გამოიწვია ამ პროცესების განვითარება. ამიტომ, მე თუ მკითხავთ, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს პრევენციული ზომები და აღკვეთოს ორივე მიმართულებით აქტივობები, რომელმაც შეიძლება ძალადობა გამოიწვიოს. მომავალში იმ ჯგუფების მიმართ ვინც პროვოცირებას აკეთებენ ამ ტიპის ძალადობის და ამ ტიპის ესკალაციის გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული ზომები და წინასწარ აღიკვეთოს ასეთი სარისკო მოქმედებები. მე ვთხოვ მათ, რომ მანიფესტაციის და პროტესტის მშვიდობიანი ფორმები აირჩიონ. არ აირჩიონ აგრესიული ფორმები და არ წავიდნენ პროვოკაციაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მცხეთის მერიასთან და, მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე მათგანი დაშავდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics