16:17 - 09 Dec, 2019
2019-12-03 09:40:49, 406 ნახვა

პოლიტიკა
ლონდონში ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში მხოლოდ ზალკალიანი მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში 3-4 დეკემბერს ლონდონში ვიზიტით მიემგზავრება, სადაც ის ლიდერთა  შეხვედრის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებაში- "NATO Engages: Innovating the Alliance" მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიება ატლანტიკური საბჭოს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის, გლობსეკ-ისა და რუსი-ს (Royal United Services Institute - RUSI) თანაორგანიზებით ტარდება.

 შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მიძღვნილ პანელზე - "From the Baltic to the Black Sea: Security on NATO's Frontlines" მინისტრი სიტყვით გამოვა, სადაც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების რამდენიმე საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად ისაუბრებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და ამ კუთხით საქართველოს ძალისხმევებზე. 

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის, დომინიკ რააბის მოწვევით, დაესწრება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვახშამს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის მსვლელობისას შეხვედრას გამართავს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქრისტოფერ პინჩერთან.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics