04:03 - 08 Dec, 2019
2019-12-03 09:27:33, 646 ნახვა

სამართალი/
„ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. 

ამასთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა ბუხრაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისთან განვითარებული მოვლენებისას პოლიციას არავინ დაუკავებია.

„ქართული ოცნების“ ოფისთან „შეცვალე“ და „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავდნენ. მოგვიანებით, იქ „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics