17:17 - 09 Dec, 2019
2019-11-24 16:03:29, 3418 ნახვა

სხვადასხვა/
2 წელი ლეოგრანდის ტრაგედიიდან

2 წელი ლეოგრანდის ტრაგედიიდან. 2017 წლის 24 ნოემბრის ღამეს, სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. 

დაღუპულების ხსოვნას ტრაგედიის ადგილას სიმბოლურად ყვავილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა მიიტანეს.

„დღეს არის ძალიან მძიმე დღე რეგიონისთვის. 2 წლის წინ 11 ახალგაზრდა დაიღუპა. პოლიციელებმა და მაშველებმა 100-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ადამიანების ხსოვნისთვის. ზოგადად, უსაფრთხოების ნაწილში მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში არ განმეორდეს მსგავსი ტრაგედია“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ტრაგედიას ემსხვერპლა:

გიორგი ცინცაძე

გიორგი ცინცაძე ბათუმში ცხოვრობდა. 30 წლამდე მამაკაცს მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.
ის წმიდა იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

ამავდროულად, გიორგი ცინცაძე „ნიკორაშიც“ მუშაობდა.
მის შესახებ კომპანია წერდა, რომ განსაკუთრებული ადამიანი იყო:
„ის განსაკუთრებული ადამიანი იყო, ყველასგან გამორჩეული. მისი გარდაცვალება ჩვენი გუნდის დიდი დანაკლისია.
მადლობა მას ჩვენს კომპანიაში, დაუღალავი და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის.
გიორგის დარჩა უსაყვარლესი მეუღლე და ტყუპი ორი ვაჟკაცი.

ზაურ აბულაძე
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ აბულაძეა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2011 წლამდე მსახურობდა და 2010 წელს ავღანეთში საერთაშორისო მისიას ასრულებდა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
33 წლის ზაურ აბულაძე, უახლოეს მომავალში ოჯახის შექმნას გეგმავდა.
„ომს გადაურჩი და აქ ვერ დააღწიე თავი“– წერენ მისი ახლობლები სოციალურ ქსელში.

გიორგი მორთულაძე
21 წლის გიორგის მეგობრები კუკურის ეძახდნენ. ის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობდა. ორი წლის წინ, ახალგაზრდამ სამრევლო სკოლა დაამთავრა და სწავლა ბათუმში განაგრძო.
გიორგი სტიქაროსანი და ხატმწერი იყო. მისი ახლობლების ინფორმაციით, სასტუმროში სავარჯოშოდ იყო მისული.
მისი მეგობარი იყო კიდევ ერთი გარდაცვლილი ბექა შატიკაშვილი.

ბექა შატიკაშვილი
21 წლის ბექა შატაკიშვილი წარმოშობით გორიდან იყო.
ბექა 12 წელი ბათუმის სასულიერო გიმნაზიაში ცხოვრობდა. ის სტიქაროსანი და ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის ყოფილი მნათე იყო.
მან სიცოცხლის ბოლო წუთებში დედას დაურეკა, რომელიც გორიდან ბათუმში მალე ჩავიდა, თუმცა ცოცხალი შვილის ნახვა ვეღარ შეძლო.
მარად შანთაძე
მეზღვაური იყო, ერთი კვირის წინ დაბრუნებული იყო ნაოსნობიდან.
მას კიდევ ერთ მსხვერპლთან როინ ჯოყილაძესთან ერთად, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, სოციალურ ქსელში სავარჯიშო დარბაზში გადაღებული ფოტო ჰქონდა გამოქვეყნებული

როინ ჯოყილაძე
როინ ჯოყილაძეც პროფესიით მეზღვაური იყო. სასტუმრო ლეოგრანდის ხანძრის მსხვერპლს მეუღლე და მხირეწლოვანი შვილი დარჩა.

დავით ქამადაძე

დავით ქამადაძე სამი შვილის მამა იყო. 36 წლის მამაკაცი, სასატუმროს ფიტნეს კლუბში პერიოდულად დადიოდა.
დავით ქამადაძე ბათუმის სამშობიარო სახლში მუშაობდა.

მიშკა ქავჟარაძე
მიშკა ქავჟარაძე სპორტსმენი იყო.
მიშიკო ქავჟარაძეს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 სკოლა ჰქონდა დამთავრებული, ისევე როგორც დაღუპულებიდან ორს: გიორგი ცინცაძესა და ნუკრი ჩანჩიბაძეს.

ნუკრი ჩანჩიბაძე
ნუკრი ჩანჩიბაძეც მეზღვაურია. ის და დაღუპული მიშკა ქავჟარაძე კლასელები იყვნენ. ნუკრის მეუღლე და შვილები არ ჰყავს.
დავით ლორთქიფანიძე
ბათუმის სასტუმროში მომხდარ ხანძარს,,ქართული იდეა”-ს აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი დავით ლორთქიფანიძე შეეწირა.

სიამაქ ზარეი

სიამაქ ზარე ბიზნესმენი იყო და საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მისი ძმისგან გავრცელდა, რომელიც საქართველოში ზარეის გადასასვენებლად ჩამოვიდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics