15:31 - 27 Jan, 2020
2019-11-12 18:38:12, 7668 ნახვა

სპორტი/
სომხეთის მთავრობა აფინანსებს ფილმს, რომელიც ძალოსანი ტრანსგენდერის ისტორიას მოყვება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ უშუალოდ მისი ჩართულობით ფილმი, სახელწოდებით "მელ" ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

აღნიშნული ფილმი, რომლის გადაღებებიც ამ დრომდე მიმდინარეობს, მოყვება ტრანსგენდერ მამაკაცზე მელ დალუზიანზე, რომელიც ევროპის სამგზის ჩემპიონი გახლავთ. ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ფილმი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი დრამით (40 000$) დაფინანსდება.

"ადამიანი, რომელზეც ვსაუბრობთ ევროპის სამგზის ჩემპიონია. მისი წყალობით ევროპაში სამჯერ გაჟღერდა ჩვენი ჰიმნი და აფრიალდა ჩვენი დროშა. ჩვენ ვაფინანსებთ ფილმს, რომელიც ყვება ჩემპიონის ისტორიას",-თქვა ფაშინიანმა.

სქესის კორექციამდე მილენა დალუზიანი (ასე ერქვა მას ადრე) სომხეთის ჩემპიონი არაერთხელ გამხდარა, შემდეგ 2007-2008 წლებში მან ევროპის ჩემპიონის თასი ორჯერ მოიპოვა. პარალელურად მილენა 2006-2010 წლებში ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონი ხდებოდა.

ქამინგ-აუთის შემდეგ, 2016 წელს დალუზიანმა ნიდერლანდებში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ის ახლაც იქ ცხოვრობს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება






სასიკვდილო ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ედება - კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება
როგორ აფასებს ოპოზიცია მორიგ კრიტიკულ წერილს, რომელიც გიორგი გახარიამ ამერიკელი კონგრესმენისგან მიიღო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics