08:33 - 15 Nov, 2019
2019-11-08 22:19:45, 151 ნახვა
კინემატოგრაფისტები რეჟისორ ლევან აკინს და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებით ჯგუფს სოლიდარობას უცხადებენ

საქართველოს კინემატოგრაფისტები ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.

ისინი კინორეჟისორ ლევან აკინს და ფილმის შემოქმედებით ჯგუფს სოლიდარობას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ ხელოვანი ადამიანისთვის შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია.

ამასთან, კინემატოგრაფისტები სახელმწიფო ორგანოებს მოუწოდებენ, არ დაუშვან ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ კინოთეატრში მისული შემოქმედებითი ჯგუფისა და მაყურებლის ხელისშეშლა, ან საფრთხეში ჩაგდება.

„ჩვენ, საქართველოს კინემატოგრაფისტები სოლიდარობას ვუცხადებთ კინორეჟისორ ლევან აკინს და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს!

დაუშვებელია თანამედროვე საქართველოში ხელოვან ადამიანს ეზღუდებოდეს შემოქმედებითი თავისუფლება! დაუშვებელია გარკვეული ჯგუფების მიერ გამოხატული მუქარა და ძალადობისკენ მოწოდება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას!

მოვუწოდებთ ყველა საჭირო სახელმწიფო ორგანოს არ დაუშვას ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ კინოთეატრში მისული შემოქმედებითი ჯგუფისა და მაყურებლის ხელისშეშლა და საფრთხეში ჩაგდება. მოვითხოვთ ასევე უზრუნველჰყონ ფილმის მშვიდობიან პირობებში ჩვენების და ნახვის საშუალება.

სოლიდარობას ვუცხადებთ როგორც ფილმში მონაწილე მსახიობებს, ასევე ყველა მოქალაქეს, რომელიც ფილმის გარშემო შექმნილი ფონის გამო აგრესიისა და სიძულვილის ენის ადრესატები გახდნენ.

დღევანდელ საქართველოში აღარ უნდა ჰქონდეს ადგილი ცენზურას და ადამიანების დისკრიმინაციას მათი ეთნიკური წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციისა თუ სხვა კუთვნილების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ციაკო აბესაძე; მედიკო ბაქრაძე; უტა ბერია; თორნიკე ბზიავა; ანუნა ბუკია; სოსო ბლიაძე; ქეთი გალდავაძე; თამთა გაბრიჩიძე; პაატა გოძიაშვილი; თორნიკე გოგრიჭიანი; თამარ გურჩიანი; თინათინ გურჩიანი; ხათო გოგუა; გოგა დევდარიანი; ნინო დევდარიანი; მინდია ესაძე; ნანა ექვთიმიშვილი; გიორგი ვარსიმაშვილი; სალომე ზაქარაია; მარგო ზუბაშვილი; თეა თელია; თამარ თვარაძე; ვლადიმერ კაჭარავა; ნინო კასრაძე; ნინო კირთაძე; გიორგი კვაჭაძე; დეა კულუმბეგაშვილი; ნინო კუხალაშვილი; ლევან კუხიანიძე; ზამზა (შოთა იმნაძე); ქეთი მაჭავარიანი; თეკლა მაჭავარიანი; კახა მაჭარაშვილი; ნუცა-ალექსი მესხიშვილი; ლელი მიმინოშვილი; ედმონდ მინაშვილი; მერაბ ნინიძე; ანკა ნიჟარაძე; ნინო ორჯონიკიძე; ირინე ჟორდანია; თამარ ტატიშვილი; ნინო ქორიძე; ლანა ღოღობერიძე; თამარ შავგულიძე; გიორგი შველიძე; ია შუღლიაშვილი; ნინო ჩიჩუა; ნოშრე ჩხაიძე; დიტო ცინცაძე; ანა ძიაპშიპა; გიორგი წილოსანი; ნუცა წიქარიძე; რუსუდან ჭყონია; მაკო ჭილაშვილი; ზაზა ხალვაში; ბასა ხარაზი; მარიამ ხაჭვანი; სალომე ჯაში; ნანა ჯანელიძე; ვახო ჯაჯანიძე; დიმა მამულია; ნატალია ჯუღელი; ივა ფეზუაშვილი; გეგა ხმალაძე; ტატო კოტეტიშვილი..




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია პარლამენტთან






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics