09:51 - 15 Nov, 2019
2019-11-08 21:30:55, 1097 ნახვა
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა შედგა - მაყურებლებმა კინო „ამირანი“ უსაფრთხოდ დატოვეს

კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა დასრულდა.

კინო „ამირანი“, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ფილმის მოწინააღმდეგების ყველაზე მეტი რაოდენობაა შეკრებილი, მაყურებლებმა უსაფრთხოდ დატოვეს.

ძალადობრივი ჯგუფები ადგილზე რჩებიან და აცხადებენ, რომ 10-საათიან კინოჩვენებასაც გააპროტესტებენ. ამასთან, კინოთეატრის შესასვლელთან პოლიციის და სპეციალური დანიშნულების რაზმის კორდონებია განლაგებული.

ცნობისთვის, დღეს ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა ფილმის პრემიერის ჩაშლა სცადეს, თუმცა შენობაში შესვლის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა. აქციის მიმდინარეობისას დაშავდა 2 ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელიც აცხადებს, რომ ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენელმა თავის არეში ქვა ჩაარტყა. გარდა ამისა, აქციაზე პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით, პოლიციამ 11 პირი დააკავა.

And Then We danced-თან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა პროტესტი იმის გამო გამოხატა, რომ ფილმში გეი წყვილის სიყვარულის ისტორიაა ასახული. საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ვასაძემ, დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „ეს ფილმი ანადგურებს ქართულ შეგნებას, იდენტობას და ეროვნულ სახელმწიფოებრიობას“. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა საპატრიარქოც, თუმცა, მოქალაქეებს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საპროტესტო აქცია პარლამენტთან






„ვინ არის ეს ბუსუსიანი რეზინი“ „ყ..ზე მკიდია კონსტიტუცია“ - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში
ბიზნესომბუდსმენმა და მისმა მოადგილემ დაკავებული თანამდებობა დატოვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics