22:03 - 20 Jan, 2020
2019-11-08 21:17:19, 596 ნახვა

საზოგადოება/
„სასწრაფოდ უნდა მოხდეს მოძალადის იდენტიფიცირება“ - ომბუდსმენი ანა სუბელიანზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

როგორც ომბუდსმენი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, სასწრაფოდ უნდა მოხდეს როგორც მოძალადის იდენტიფიცირება, ასევე აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის დაყენება.

„ეს არის შედეგი ძალადობრივი მოწოდებების და იმის, რომ აქციის მონაწილეები ასე ახლოს მიუშვეს მშვიდობიან მოქალაქეებთან! სასწრაფოდ უნდა მოხდეს, როგორც უშუალო მოძალადის იდენტიფიცირება, ასევე აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის დაყენება ძალადობრივი მოწოდებების გამო! ანა სუბელიანს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“, - წერს ომბუდსმენი ფეისბუკზე.

შეგახსენებთ, კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე, სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანება თავის არეში აღენიშნება. როგორც სუბელიანი აცხადებს, ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მიზანმიმართულად დაესხა თავს და ქვა ესროლა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტის პლენარული სხდომა - LIVE






ოპოზიცია მოლაპარაკებების „მეხუთე რაუნდზე“ მმართველი გუნდის ბოლო შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებს
განათლების სამინისტროსგან კულტურის უწყების გამოყოფას ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვაგვარად აფასებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics