07:22 - 21 Nov, 2019
2019-11-08 19:15:37, 344 ნახვა
კინოთეატრ „ამირანთან“ ვითარება დაიძაბა - ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული

თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ ვითარება დაიძაბა.

აქციის მონაწილეები, რომლებიც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლა სურთ, პოლიციის კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

დაძაბულობის გამო, ცოტა ხნის წინ პოლიციის კორდონებთან ერთად, ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულის რაზმის წარმომადგენლები განლაგდნენ.

ამასთან, აქციის მიმდინარეობისას პოლიციის კორდონის მიმართულებით რამოდენიმეჯერ ისროლეს პიროტექნიკა. გარდა ამისა, რამდენიმე პირმა პოლიციელისთვის ფარის და რეზინის ხელკეტის წართმევა სცადა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს კინო-თეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერმა უნდა გაიმართოს. იმის გამო, რომ ფილმი გეი წყვილის სიყვარულზეა, პრემიერის დაანონსებამ საზოგადოების ნაწილში აგრესია გამოიწვია. ძალადობრივი ჯგუფები აცხადებენ, რომ კინოჩვენების ჩაშლისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს
დიდიხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?!

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics