07:28 - 21 Nov, 2019
2019-11-08 16:36:07, 365 ნახვა
ვაჟა სირაძე - მობილიზებულია ადეკვატური ძალები, სადაც საჭირო გახდება წესრიგის დაცვა, შესაბამისი ძალა იქნება გამოყენებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ თბილისში დაგეგმილ კინოჩვენებებთან და პარალელურად, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

სირაძის განცხადებით, მობილიზებულია იმდენი სამართალდამცველი, რაც საჭიროა მართლწესრიგის და უსაფრთხოების დასაცავად. 

„როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მიერ გაკეთებულია განცხადება, აღნიშნული ფილმის ჩვენების ჩაშლასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მოხდეს ფილმის ჩაშლა და საზოგადოების ორი მხარის ერთმანეთში დაპირისპირება.

შესაბამისად, არა მარტო ამ კინოთეატრში, არამედ თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრში მობილიზებულია საპოლიციო ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვას. როგორც აქამდე აღვნიშნეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანაა გამოხატვის თვისუფლების დაცვა, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი მანდატის შესაბამისად. მობილიზებულია ადეკვატური ძალები, სადაც საჭირო გახდება წესრიგის დაცვა, შესაბამისი ძალა იქნება გამოყენებული,“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს
დიდიხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?!

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics