14:44 - 08 Dec, 2019
2019-11-08 12:15:57, 328 ნახვა

საზოგადოება/
„პოლიციასთან შეხლა-შემოხლაც არ არის გამორიცხული“ - ვასაძის გუნდი ფილმის ჩვენების ჩასაშლელად ემზადება

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგება და, მხარდამჭერებთან ერთად, პრემიერის ჩაშლას გეგმავს.

როგორც მისმა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა კოტე მორგოშიამ "მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა, პროტესტის ფორმა სიტუაციის მიხედვით შეირჩევა. 

მისი თქმით, არც პოლიციასთან შეხვა-შემოხლა იქნება გამორიცხული: 

"გაპროტესტების ფორმა გვექნება, რასაც სიტუაცია მოიტანს, ჩაფიქრებული რაც გვაქვს, აქ ვერ გავშლით. პირდაპირ გეუბნებით, ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს უზნეობა არ დავუშვათ. ჩვენი მიზანია, რომ ეს არ შედგეს. ასეთი პრეცედენტი "სუხიშვილებში" არ ყოფილა და ამიტომაცაა ჩვენი სიამაყე და ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ეს ბლოკირება იქნება. პოლიციასთან ერთად, შეხლა-შემოხლა იქნება მეტნაკლებად... ჩვენ ახლა ცემა-ტყეპას არ ვაპირებთ მით უმეტეს ძალოვნების. "ესენი საერთოდ უნდა აიკრძალოს, დასასჯელია ეს ხალხი უმკაცრესად. ჩვენ საკანონმდებლო დონეზე ამას მოვამზადებთ, რომ ნებისმიერი სექსუალური პროპაგანდის წინააღმდეგ იყოს კანონი მიღებული. ჰეტეროსექსუალი იქნება, ჰეტეროსექსუალი იქნება, ლესბოსელი თუ სხვა," - აღნიშნა მორგოშიამ. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics