2019-11-07 11:52:54, 1009 ნახვა
კომენტარი/ ბატიაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩემი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც შეუქცევადი პროცესია
![]() „დარწმუნებული ვარ, პირადად ჩემი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი. სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბატიაშვილმა იმ კომპლექსურ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც განათლების ყველა მიმართულებით განხორციელდა. „ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები მთელი სისტემის, განათლების ყველა მიმართულებით და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება პროფესიონალების იმ გუნდთან ერთად, რომელიც სამინისტროში მუშაობს, იმ სტრატეგიისა და გეგმის საფუძველზე, რომელიც ამ პერიოდში ჩამოყალიბდა და რეფორმის ფარგლებში განათლების ყველა საფეხურზე ხორციელდება! ამ ეტაპზე, როდესაც განათლების რეფორმა სისტემურად მიმდინარეობს, იმ ფონზე, როდესაც სისტემა სწორ გზაზე დგას, დარწმუნებული ვარ, პირადად ჩემი წასვლა არ შეაფერხებს იმ განვითარებას, რომელიც არის შეუქცევადი პროცესი. სხვა შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
|
ვიდეო/LIVE თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა
![]() არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, კიდევ 11 პირი დააკავეს
მთავარი თემა
![]() ![]() ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
![]() ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
|