15:10 - 08 Dec, 2019
2019-11-06 22:47:53, 3387 ნახვა

Lifestyle/
ელისაბედ II ნატურალური ბეწვის ტარებაზე უარს აცხადებს

ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ს ასისტენტის ანჯელა კელის წიგნი ,სახელწოდებით "მონეტის მეორე მხარე:დედოფალი, კომოდი და ტანსაცმლის კარადა" ეხლახანს დაიბეჭდა, თუმცა არავის სჯეროდა, რომ ამ ამბავს ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. კელი საკუთარ წიგნში ბევრ ისეთ დეტალზე საუბრობს, რომელიც აქამდე ფართო საზოგადოებისათვის უცნობი იყო.
მაგალითად-დღემდე არავინ იცოდა, რომ ელისაბედ II ამ წლიდან ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარი განაცხადა : "თუ მის აღმატებულებას ზამთრის პერიოდში მოესურვება რაიმე დიდ ღონისძიებას დაესწროს , ის ამას რაღათქმაუნდა გააკეთებს, მაგრამ ხელოვნურ ბეწვში გამოწყობილი",-წერს საკუთარ წიგნში ანჯელა კელი. მისი განმარტებით, დედოფალი გრძნობს თანამედროვეობის ტენდენციებს, აგრეთვე ის იზიარებს იმ აზრს, რომ ბეწვის ქურქმა შესაძლოა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება გამოიწვიოს, ამას ემატებბა ისიც, რომ მონარქმა ამ ტიპის ტანსაცმელს არამოდურად თვლის-წერს  The Telegraph.
ეს ინფორმაცია ბუკინგემის სასახლეში დაადასტურეს , მაგრამ აღნიშნეს, რომ ბეწვი გაქრება მხოლოდ ახალი ტანსაცმლიდან, ხოლო ის ტანისამოსი, რომელიც დედოფლის გარდერობში უკვე არსებობს ან გადაიკეთება, ან საერთოდ არ შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე ისეთმა ბრენდებმა თქვეს უარი, როგორებიც Prada, Chanel, Versace და Gucci გახლავთ. აშშ-ში იმ ფერმების უმეტესობა დაიკეტა, სადაც ცხოველებს ბეწვის გამო ზრდიდნენ, ამასთან ერთად ქვეყანაში მალე ამოქმედდება კანონი, რომელიც ცირკში ცხოველების ექსპლუატაციას აკრძალავს. 




ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics