08:33 - 21 Nov, 2019
2019-11-06 18:33:54, 3010 ნახვა
ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა

ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის გენერალური შტაბის უფროსთან, ფეიად ბინ ჰამედ ალ-რუვაილთან გამართა შეხვედრა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. თავდაცვის მინისტრმა საუდის არაბეთის დელეგაციას კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების იმედი გამოთქვა.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს
დიდიხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?!

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics