08:36 - 21 Nov, 2019
2019-11-05 18:18:55, 2480 ნახვა
პაატა შამუგია საპატრიარქოს - გაერკვიეთ თქვენში ვინ გეია და ვინ ჰეტერო

მწერალი პაატა შამუგია ღია წერილით საქართველოს საპატრიარქო-ს მიმართავს. მწერალი ამბობს, რომ საპატრიარქო უნდა გერკვეს ვინ არის მათ წიაღში გეი და ვინ ჰეტერო, წინააღმდეგ შემთხვევაში გარედან დამკვირვებელი ადამიანი იბნევა.

"ვუსმინე თქვენი ორგანიზაციის პრესსპიკერს, ანდრია ჯაღმაიძეს და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი ათი წელია, წიგნისკენ საერთოდ არ გაუხედავს. სავარაუდოდ, პრესრელიზების კითხვას გადაჰყვა. სამაგიეროდ, ნაკლის კომპენსირებას, როგორც ჩანს, ფილმების ყურებით ცდილობს და ქართულ-შვედურ ფილმზე დაუდგამს თვალი. როგორც ბატონი ანდრია ამბობს: "და ჩვენ ვიცეკვეთ" არის "ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა და ამაზე ეკლესია პროტესტს გამოთქვამს“.

ხმამაღალი განცხადებაა, მაგრამ იქნებ ჯერ მაინც საკუთარ სივრცეში გაგერკვიათ, რომლები ხართ გეები და რომლები - ჰეტეროები, თორემ ნამეტანი დაბნეულები და დიდად დაბრკოლებულები ვართ გარედან მაყურებლები 

მარტო გეების თემა რატომ გაღელვებთ? ტრავმა გაქვთ რამე? ნუ დაგვიმალავთ.

სად იყავით, როცა თვალგამოთხრილ ახალგაზრდებს ქართულმა „სასამართლომ“ დაზარალებულის სტატუსიც კი არ აღირსა? ასი ათასი ეგზალტირებული ადამიანი რომ გამოიყვანეთ სამი გეის საცემად, სოციალური უსამართლობის გამო ოცი კაცი მაინც რატომ არასოდეს გამოიყვანეთ? 77 ათასი ბავშვი რომ შიმშილობს ამ ქვეყანაში, ეგ ეკლესიას არ ეხება? ასეთ ამბებზე რატომ არ ისმის ხოლმე თქვენი ხმა? რატომ ისმის თქვენი ხმა მხოლოდ მაშინ, როდესაც სუსტებს და გარიყულებს ხმის ამოღების და თვითწარდგენის სურვილი უჩნდებათ? მარტო გეებზე ხურდებით? მე არ გკიცხავთ - სიყვარული სიყვარულია, მაგრამ ფორმები გაქვთ დასახვეწი, ასეთი ბრუტალურობა აღარაა „ცვეტში“ - წერს პაატა შამუგია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს
დიდიხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?!

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics