08:09 - 21 Nov, 2019
2019-11-04 17:55:36, 2559 ნახვა
თელავის ისტორიულ მუზეუმში ბექა ხუცურაულის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა 7 ნოემბერს გაიხსნება

თელავის ისტორიულ მუზეუმში, ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეაში, 7 ნოემბერს 13:00 საათზე მხატვარ ბექა ხუცურაულის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

ხელოვანი „პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ პერსონალურ გამოფენაზე 50-მდე ნამუშევარს წარმოადგენს.

„7 ნოემბერს თელავის ისტორიულ მუზეუმში ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეაში ჩემი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა 13:00 საათზე გაიხსნება. 7 ნოემბერს იმიტომ განისაზღვრა, რომ ერეკლე მეორის დაბადების დღეა და ერეკლეობა აღინიშნება თელავში. დაახლოებით 50- მდე ნამუშევარი მინდა გამოვფინო. აქ არ არის კონკრეტული თემატიკა, შერეულია, რადგან პირველი პერსონალური გამოფენაა, თუმცა შემოდგომის თემატიკა უფრო ჭარბობს. ბევრი ნამუშევარი მაქვს შემოდგომის თემატიკასთან დაკავშირებით. მითუმეტეს კახეთია, დახუნძლულია იქაურობა ფერებით და ასე ვთქვათ, მინდოდა, რომ მეც ამ კუთხით წავსულიყავი. გამოფენა 10 დღეს გასტანს“, - აღნიშნა ბექა ხუცურაულმა.

მისივე თქმით, გამოფენა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში თელავის მუზეუმის თანამშრომლების ინიციატივით დაიგეგმა.

„რა თქმა უნდა, მე ამით ძალიან ბედნიერი ვარ. მთელი წლის განმავლობაში  ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და მინდა, რომ ეს დღე განსაკუთრებული იყოს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან არის ფერწერული ტილოები, ზეთით და ტემპერით შესრულებული ანუ რამდენიმე ასეთი ნამუშევარიც იქნება წარმოდგენილი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გამოფენაზე შესაძლებელი იქნება ნამუშევრების გაყიდვა“, – მოგვითხრობს მხატვარი.

ფერმწერმა გამოფენაზე წარმოსადგენი ნამუშევრების ნაწილს კერძო კოლექციებიდან მოუყარა თავი, ნაწილი კი ახალი დახატული აქვს.

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება, გამომდინარე იქიდან რომ ეს არის პირველი. პირველი დასრულებული სახით, რომელიც საგამოფენო დარბაზში იქნება წარმოდგენილი. ვიცი, რომ მუზეუმის თანამშრომლები და მთელი თელავი გულით მელოდება. ეს არის ჩემთვის ძალიან სასიხარულო და ძალიან ძვირფასი მოვლენა“, - დასძინა მხატვარმა ბექა ხუცურაულმა.

 

 

(R)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს
დიდიხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?!

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics