08:08 - 21 Nov, 2019
2019-11-02 18:38:52, 3408 ნახვა
მალიში ტერაქტის შედეგად ათობით ჯარისკაცი დაიღუპა

მალიში, სამხედრო საგუშაგოსთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 49 ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური ტერაქტია, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

დაღუპულთა შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ ტერაქტს 54 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

სპეცრაზმი ცდილობს აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან დაშალოს -LIVE






გენერალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს
დიდიხანია ემზადები შავი პარასკევისთვის?!

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics