19:59 - 08 Dec, 2019
2019-10-30 10:08:28, 4350 ნახვა

მსოფლიო/
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდს აღიარებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 405-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 11 წინააღმდეგი იყო. კანონმდებლები აღიარებენ, რომ რეზოლუციის დაჩქაებული გაანხილვა ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობების დაძაბვას უკავშირდება, რომელიც თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებით არის განპირობებული. 

მედიის ცნობით, რეზოლუცია რეკომენდაციულ ხასიათს შეიცავს, თუმცა შესაძლოა ამერიკასა და თურქეთს შორის არსებული კრიზისი გაზარდოს. 

როგორც რეზოლუციაშია ნათქვამი, „გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად მნიშვნელოვანია, რომ გენოციდი ოფიციალურად იყოს აღიარებული“.

მსგავსს რეზოლუციებს კონგრესმენები წლების განმავლობაში განიხილავდნენ, თუმცა დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობის კენჭისყრაზე აქამდე არასდროს გაუტანიათ.

BBC-ი იტყობინება, რომ ამერიკის მიერ რეზოლუციის მირებას, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ვაშინგტონი ცდილობს ისტორიის გამოყენებას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. 

გამოცემა წერს, რომ თურქეთმა შესაძლოა საპასუხო ზომები მიიღოს და ვაშინგტონიდან ელჩი გამოიწვიოს. 

შეგახსენებთ, საუბარია პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივ მკვლელობაზე, რომელმაც შემდგომში მსოფლიოს 29 ქვეყანაში "სომხების გენოციდის" სახელით გახდა ცნობილი. მასობრივი დეპორტაციისა და შემდგომი მკვლელობის დროს 1.5 მილიონამდე სომეხი მოკლეს.

ოფიციალური ანკარა თავის მხრივ "გენოციდის" ფაქტს უარჰყოფს და აცხადებს, რომ  სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო. თურქეთის მტკიცებით მსხვერპლი სამოქალაქო არეულობას მოჰყვა.  "სომეხთა გენოციდი" ოფიციალურად აღიარეს და გაასამართლეს საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, ბელგიამ, შვედეთმა, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, სლოვაკეთმა, არგენტინამ (2 კანონი,5 რეზოლუცია), ვენესუელამ, კანადამ (1996,2002,2004), ვატიკანმა, ავსტრალიამ და სხვა სახელმწიფოებმა. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში "სომხების გენოციდის" ისტორიული ფაქტის უარყოფისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. (ჯარიმის სახით −45 ათასი ევრო და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა). აშშ-ის 50 შტატიდან 49 შტატმა ოფიციალურად აღიარა და გაასამართლა "სომხების გენოციდი". ასევე, 24 აპრილი სომეხი ხალხის "გენოციდის" მსხვერპლთა ხსენების დღედ დააწესეს.




ავტორი: გიორგი ჩაფიძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics