13:58 - 08 Dec, 2019
2019-10-28 11:38:51, 4198 ნახვა

მსოფლიო/
ანტისამთვარობო გამოსვლებს ერაყში 74 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში ანტისამთავრობო აქციის დროს დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები გრძელდება, დაღუპულთა რიცხვმა 74-ს მიაღწია, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, დაპირისპირების დროს 2 000-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. 

მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყალი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 

Reuters-ი იტყობინება, რომ 2 კვირის წინ გამართულ ანალოგიურ აქციაზე 157 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 ათასზე მეტი დაშავდა. მოსახლეობა ერაყში ბოლო პერიოდის განმავლობაში პერმანენტულად ანტისამთავრობო აქციებს მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი უსაფრთხოებას, წყალს, სამუშაო ადგილებსა და ქვეყნის ელექტროენერგიით მომარაგებას ითხოვენ. 




ავტორი: გიორგი ჩაფიძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს
გაერთიანებულმა ოპოზიციამ „გერმანული მოდელი“ პარლამენტში დაარეგისტრირა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics