12:58 - 15 Oct, 2019
2019-10-09 17:15:30, 473 ნახვა
თადუმაძე: ვერავინ დაასახელებს ვერც ერთ შემთხვევას, სადაც გენერალურმა პროკურორმა უფლებამოსილებას გადაამეტა

„ძალიან დიდი და იმაზე მეტი შეურაცხყოფა  ავიტანე, რაც  ზოგადად  ამ ფორმატებში  მსოფლიოში უნდა არსებობდეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს. მე ცოტა არ იყოს ერთი რაღაცა მხიბლავს ამ ამბიდან, გენერალურ პროკურორად  წელიწადნახევრის მუშაობის განმავლობაში  გენერალურ პროკურორს ესაუბრებიან 25 წლის წინანდელ შემთხვევაზე და ვერ იგონებს ვერავინ, ვერც ერთი პოლიტიკური ფიგურა ამბავს, სადაც გენერალურმა პროკურორმა თავის უფლებამოსილებას გადაამეტა, ვიღაცას ბრალი წარუდგინა ისე, რომ არ ეკუთვნოდა ბრალის წარდგენა ან ვიღაცა გაათავისუფლა იმიტომ, რომ მას გაურიგდა  ვინმე გარედან“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანელ საპარლამენტო მოსმენაზე არ არსებობს ადამიანი, რომელიც მის საქმიანობას უკანონობად შეაფასებს.

 „ მე ძალიან მომწონს ეს პროცესი, არ არსებობს დარბაზში ადამიანი, რომელიც ჩემს საქმიანობაზე იტყვის, რომ ან პოლიტიკური ნიშნით ვახორციელებდი  დევნებს, ან კანონიერებას ვეფარებოდი და ვამბობდი, რომ კანონში ასე წერია და ამიტომ ვაკეთებ. ყველა ჩემს გადაწყვეტილებაზე გენერალურ პროკურატურაში ვარ პასუხისმგებელი, წელიწად ნახევრის განმავლობაში ყველა პროკურორის გადაწყვეტილებაზე ვარ პასუხის მგებელი, მიუხედავად იმისა, ვმონაწილეობდი თუ არა ამ საქმეში ისეთი აქტიურობით, როგორშიც ვმონაწილეობდი სხვა საქმეებში“- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

მისივე თქმით ,იგი პასუხისმგებელია მის ყველა გადაწყვეტილებაზე.

„ მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, თუმცა არ არსებობს შემთხვევა, როდესაც დღეს მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა კანონის უზენაესობის პრინციპს გადაუხვია. შეიძლება არ ჩანს ეს ყველაფერი, მაგრამ ადამიანურად ეს არის ძალიან დიდი სიმძიმე ჩემთვის, როდესაც მე უნდა მივიღო გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას შეიძლება არ მოწონდეს, მაგრამ მე ამ გადაწყვეტილებებს ვიღებ უკომპრომისოდ და ამიტომ მიმაჩნია, რომ ის, რომ მოქმედ გენერალურ პროკურორს  მოქმედ საქმეებთან დაკავშირებით არ არსებობს თემა კვალიფიკაციის ნაწილთან ან ბრალის, ღამე ქონებების გადაფორმების, ჩემი ძმაკაცების  წილების გაფორმების, ესეთი თემები რომ არ არსებობს, ეს მე მგონი საკმაოდ დასაფიქრებელია იმ ადამიანების მიმართ, რომლების ასეთი არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი მეთოდით ჩემს დიპლომზე ლაპარაკობენ. ამიტომ მე განვიხილავ თავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, განვიხილავ თავმჯდომარედაც და მიმაჩნია,  როგორც გენერალური პროკურორი ვმსახურობ სახელმწიფოს წინაშე, ისე, რომ ჩემს უკან არ არის არც ერთი ამბავი, რომ ვინმეს შალვა თადუმაძის სახელით დაურეკეს, რაღაცა ჩამოართვეს, რაღაცა წაართვეს, რაღაცა გადაიფორმეს, ღამის ნოტარიუსები მოაწყო და ა.შ.  იგივე ნაირად ვაპირებ გავაგრძელო საქმიანობა სასამართლო სისტემაში და ეს იქნება ის გარანტია, რომელიც 18 წელი მე ჩემი საქმიანობით დავამტკიცე“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






გიგა ბოკერია - ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში ოპონენტების დევნა და შურისძიება არ უნდა დაიწყოს
დაუჭამიათ ერთმანეთი „ნაციონალებს“ - ირაკლი კობახიძე

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics