16:08 - 18 Feb, 2020
2019-10-09 17:04:26, 2743 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.

შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან - ილჰამ ალიევთან.ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთან. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებს.

ვახტანგ გომელაურმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ მიღწევებზე, ასევე, ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

იურიდიულ საკითხთა კომინეტი მთავარი კროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს უსმენს - პირდაპირი






საქართველოს ფოსტამ გამოსცა ეროვნული გმირის ჟიული შარტავას საფოსტო მარკა
ხმაური იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება გააპროტესტეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics