22:57 - 15 Oct, 2019
2019-10-09 16:47:16, 1562 ნახვა
თეთრი სახლი იმპიჩმენტის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კონგრესში წარმოებულ  იმპიჩმენტის გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, თეთრმა სახლმა ოფიციალური უარი განაცხადა.

„დემოკრატიული პარტიის“ ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში გამოძიების დაწყება მოხსენიებულია, როგორც „უსაფუძვლო" და "კონსტიტუციურად არასწორი".

გამოძიებაში, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მონაწილეობს  პალატის სამი კომიტეტი.

გამოძიება ცდილობს გაარკვიოს, დაეხმარა თუ არა პრეზიდენტი ტრამპი უკრაინას, რათა შემდგომში მომხდარიყო ჯო ბაიდენის შვილის ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ  გამოძიების პროვოცირება.

თეთრი სახლის წერილი გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ  აშშ-ს ელჩი ევროკავშირში  კონგრესში  ჩვენების მიცემისგან დაბლოკა.

კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი აცხადებს, რომ თანამშრომლობაზე თეთრი სახლის უარის გამო დონალდ ტრამპი იქნება პასუხისმგებელი.

მოამზადა ლიკა ბესელიამ 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics