00:06 - 16 Oct, 2019
2019-10-09 15:08:50, 805 ნახვა
მეხანძრე-მაშველებმა ონის მუნიციპალიტეტში დაკარგული ტურისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ონის მუნიციპალიტეტში, ტყის მასივში მყოფ 2 ტურისტს, სავარაუდოდ, გზა აებნა და  მაშველების დახმარება სჭირდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყეს საძიებო სამუშაოები.

რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველთა ჯგუფები ტყეში, 16 კილომეტრის მონაკვეთზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში ეძებდნენ დაკარგულ ტურისტებს.

წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა იპოვეს საქართველოსა და ავსტრიის დაკარგული მოქალაქეები და ისინი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადაიყვანეს. ტურისტების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება - ორივე პირი თავს კარგად გრძნობს.

საძიებო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ ამბროლაურის და ონის განყოფილებების სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics