01:48 - 29 Feb, 2020
2019-10-09 14:51:53, 2438 ნახვა

მსოფლიო/
უკმაყოფილო მოსახლეობამ მექსიკაში ქალაქის მერი სატვირთო მანქანაზე მიაბა და ათრია - ვიდეო

მექსიკაში, ლას მარგარიტას მერი, ჟორჟ ესკანდონი სატვირთო მანქანაზე მიაბეს და ქალაქის ქუჩებში ათრიეს. - ამის შესახებ ინფორმაციას მექსიკური გამოცემა Heraldodemexico ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ესკანდონი ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქში ახალი გზების დაგებას დაპირდა, თუმცა პირობა არ შეასრულა.

შედეგად, მერი პიკაპის ტიპის სატვირთო მანქანაზე მიაბეს და მთელი ქალაქის გარშემო ათრიეს, სანამ პოლიციამ მანქანა გააჩერა.

ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც ასახულია მომხდარი მოვლენა. კადრებში ჩანს, თუ როგორ მისდევენ ადგილობრივები ავტომობილზე მიბმულ მერს.

მოამზადა ლიკა ბესელიამ 








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics