08:57 - 09 Dec, 2019
2019-10-09 14:47:08, 920 ნახვა

საზოგადოება/
„ჯიხურში სწავლობდით თუ ბაღში, უნდა დავადგინოთ თქვენი კვალიფიკაცია“ - სამადაშვილმა გენპროკურორს თაღლითი უწოდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს "თაღლითი" უწოდა. 

დეპუტატმა შალვა თადუმაძეს კითხვა მის დიპლომთან დაკავშირებით დაუსვა. კერძოდ, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ თადუმაძეს დიპლომი გაყალბებული აქვს. თავის მხრივ, თადუმაძემ განმარტა, რომ დიპლომი მან 1990-იან წლებში არსებული კანონმდებლობის დაცვით მიიღო. 

"თქვენ სწავლობდით ჯიხურში თუ სადმე ბაღში, ჩვენ უნდა დავადგინოთ თქვენი კვალიფიკაცია. საერთაშორისო სამართალი რომ არ გისწაცლიათ ეგეც არ გახსოვთ, თანაკურსელები ვინ გყავდათ ეგეც არ იცით", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ამის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა სამადაშვილს წესრიგისკენ მოუწოდა და მიკროფონი გაუთიშა. 

"ქალბატონო სალომე, მოგიწოდებთ ეთიკურად და კორექტულად მოიქეცით. მესმის, რომ თქვენგან კორექტულობა შორს არის. პატივი ეცით პარლამენტს. თავი შეიკავეთ. თუ ხართ მზად, რომ ეთიკურად ისაუბროთ, მიკროფონს ჩაგირთავთ", - მიმართა ანრი ოხანაშვილმა სალომე სამადაშვილს. 

 








ავტორი: გიორგი ჩაფიძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩაიხსნა
ზუგდიდში, ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბერ-მონაზონი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics