23:44 - 15 Oct, 2019
2019-10-09 14:06:45, 566 ნახვა
გოცირიძე თადუმაძეს - მივმართავ თქვენს კურსელებს, ყველას, ვინც თქვენნაირ დიპლომს მომიტანს, სახინკლეში ვეპატიჟები

„მივმართავ თქვენს თანაკურსელებს, ყველას, ვინც თქვენნაირ დიპლომს მომიტანს, თბილისის უმაგრეს სახინკლეში ვეპატიჟები“, - ასე მიმართა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს.

დეპუტატმა კანდიდატის მიმართ ირონიული დამოკიდებულება მას შემდეგ გამოხატა, რაც თადუმაძემ ჯგუფელების დასახელებაზე უარი თქვა.

„მე მინდა მივმართო თქვენს თანაკურსელებს. მე მეგონა ჯგუფში იქნებოდა 20 კაცი მაგრამ ახლა თქვით, რომ არის დაახლოებით 100. ალბათ ჩვემი ერთი თვის ხელფასი ამით სამწუხაროდ აორთქლდება, მაგრამ მე მათ ვთავაზობ, ყველას, მთელ თქვენს ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ოღონდ არ მომატყუოთ, ხელში მექნება თქვენი დიპლომი, ვინც ზუსტად ასეთ დიპლომს მომიტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში. ამის შედეგებს მოგახსენებთ, რამდენი გამომეხმაურება მსგავსი დიპლომით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics