00:10 - 16 Oct, 2019
2019-10-09 13:31:01, 344 ნახვა
​თადუმაძეს არ ახსოვს ბოლოს როდის დაინტერესდა ოთხოზარიას მკვლელობის საქმის დეტალებით

გენერალურ პროკურორს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს არ ახსოვს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეში რამდენი ადამიანი იყო ბრალდებული. 

შესაბამისი კითხვა თადუმაძეს "ევროპუი საქართველოს" დეპუტატმა გიგა ბოკერიამ დაუსვა. 

კერძოდ, ბოკერია დაინტერსდა რამდენად მნიშვნელოვანია თადუმაძესთვის, როგორც გენერალური პროკურორისთვის იმ საქმეების გამოძიება, რომელიც ეხებოდა საქართველოს მოქალაქეების უფლებების შელახვას საოკუპაციო რეჟიმის მიერ.

გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისთვის პრიორიტეტული იყო. 

გარდა ამისა, ბოკერიამ იკითხა ბოლოს როდის მოიკითხა შალვა თადუმაძემ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე, რაზეც თადუმაძემ ასე უპასუხა: "აღარ მახსოვს. დღის განმავლობაში ძალიან ბევრ საქმეს მოვიკითხავ ხოლმე და აღარ მახსოვს", 

 




ავტორი: ბელა არუთინოვი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2012 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics