21:48 - 27 Feb, 2020
2019-10-09 13:08:13, 965 ნახვა

კომენტარი/
გენერალური პროკურორი მის ნიშნებზე: 3-იანები მყავს, სამწუხაროდ

გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ მას გარკვეულ საგნებში 3-იანები გამოჰყვა. 

კომიტეტის სხდომაზე, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძე დაინტერესდა თუ ვინ ასწავლიდა თადუმაძეს საერთაშორისო სამართალს, რასაც მან ზოგადი პასუხი გასცა: "ერთ-ერთი ლექტორი".

მოგვიანებით კახიძემ იკითხა თუ რა ნიშანი გამოჰყვა გენერალურ პროკურორს აღნიშნულ საგანში, თუმცა თადუმაძემ კითხვას პასუხი აარიდა. აქვე მან დასძინა, რომ 3-იანებიც ჰყავდა. 

„3-იანები მყავს სამწუხაროდ“,- ასე უპასუხა თადუმაძემ ოთარ კახიძეს. 

შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენენ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის შესახებაც დეპუტატებს თადუმაძის მიმართ კითხვები აქვთ, მისი დიპლომია.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე







არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics