00:08 - 16 Oct, 2019
2019-10-09 12:47:22, 814 ნახვა
თადუმაძე - ის, რომ 67 პოლიციელი და 4 მოქალაქეა დაზარალებულად ცნობილი, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არაფერს ამბობს

„ის რომ 67 პოლიციელი და 4 მოქალაქეა დაზარალებულად ცნობილი, ჩემთვის როგორც იურისტისთვის, არაფერს არ ამბობს, იმიტომ, რომ დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის“, - ასე უპასუხა გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 20 ივნისის საქმის გამოძიების შესახებ დასმულ შეკითხვას.

როგორც თადუმაძემ განმარტა, საქმეზე გამოძიებას აწარმოებს როგორც შსს, ისე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, თუმცა მისივე თქმით, საქმის ის ნაწილი, რომელსაც პროკურატურა იძიებს ბევრად უფრო რთულია.

„20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაში ჩართულია ერთი მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ახორციელებს თავისი ქვემდებარეობის მიხედვით გამოძიებას და მეორე მხრივ, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, რომელიც სამართალდამცველების მიერ შესაძლო ჩადენილი გადაცდომებზე რეაგირებას ახდენს. ზოგადად გამოძიების ნაწილში დაზარალებულების ცნობა არ არის თვლით - იქ 4-ია აქ 67 და რა ხდება? მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ საკითხზე, რომ შსს ახორციელებს გამოძიებას იმ ნაწილში, რომელიც თავისი საგამოძიებო ხასიათიდან გამომდინარე გაცილებით მარტივია, ვიდრე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის. უამრავი ვიდეომასალა, რომელსაც გამოძიება ამუშავებს, მოქალაქეების იდენტიფიცირებები გაცილებით უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით იმყოფებოდნენ აღნიშნულ აქციაზე. ის შემთხვევები, სადაც მოხდა იდენტიფიცირება, ყველა ეს პირი ბრალდებულად არის ცნობილი და ის შემთხვევები, სადაც ამ პირების მიერ განხორციელოებული ქმედების დაზარალებული გამოიკვეთა, ყველა ის პირი დაზარალებულად ცნობილია.

გამოძიებას, როგორც ჩემი ისე ნებისმიერი ზედამხედველი კურატორის მხრიდან აქვს მითითება, რომ როგორც კი იქნება შესაბამისი სტანდარტი შექმნილი, მოხდეს პირის როგორც ბრალდებულად ისე დაზარალებულად ცნობა. ის რომ 67 პოლიციელია და 4 მოქალაქე დაზარალებულად ცნობილი, ჩემთვის როგორც იურისტისთვის, არაფერს არ ამბობს, იმიტომ, რომ დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის, არის მტკიცებულებებით. მესმის პოლიტიკური სურათი, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს პროკურატურის და იურიდიული მსჯელობის საგანი არ არის. სახელმწიფო არ არის დანაშაულის ჩამდენი პროკურატურისთვის და იურიდიულად. ეს პოლიტიკურია, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და რეაგირება არ ხდება. ვინ ჩაიდინა კონკრეტულად და რა დანაშაული, ეს გამოძიების საკითხია“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics