00:15 - 16 Oct, 2019
2019-10-09 11:23:36, 703 ნახვა
შალვა თადუმაძე საკუთარ დიპლომთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს უსმენენ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის შესახებაც დეპუტატებს თადუმაძის მიმართ კითხვები აქვთ, მისი დიპლომია. 

სხდომის დასაწყისში დიპლომთან დაკავშირებით განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი გაყალბებულია. ამის შემდეგ საკითხით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დაინტერესდა.

თადუმაძემ დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ, შემდეგი განმარტება გააკეთა: 

„სკოლა დავამთავრე 1994 წელს. 1994 წელს ჩავაბარე თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში, რომლის სამეწარმეო სახელწოდება იყო ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. მაშინდელი კანონმდებლობით, ყველა კონკრეტულ იურიდიულ პირს ჰქონდა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა განეხორციელებინა, თუ აკმაყოფილებდა იმ სტანდარტებს, რომელიც მოთხოვნილი იყო. ეს ინსტიტუტი რომ ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდა, მას ჰქონდა უფლებამოსილება განეხორციელებინა და მე რამდენადაც ვიცი, არსებობს შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის განათლების სამინისტროდან, რომ ეს ინსტიტუტი ამ პერიოდში უფლებამოსილი იყო სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები გამოეშვა სამართალმცოდნის კვალიფიკაციით.

1997 წელს, მიღებული იქნა კანონი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ სტუდენტს და მოსწავლეს შეეძლო, ექსტერნატის ფორმით დაესრულებინა რომელიმე კურსი. მე გამოვიყენე ეს შესაძლებლობა, მივმართე შესაბამის ინსტიტუტს, რომ სურვილი მქონდა ექსტერნატით დამესრულებინა აღნიშნული სასწავლებელი. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 1998 წელს, გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი.

არსებობს განათლების შესახებ კანონი, რომელიც სტუდენტს აძლევდა ამის შესაძლებლობას და არსებობს განათლების მინისტრის ბრძანება დიპლომის ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შესახებ. ეს ბრძანება არის ნორმატიული აქტი, დღესაც მოქმედებს, მაგრამ გარკვეული ცვლილებები არის. ამ ბრძანების მიხედვით, განისაზღვრა, როგორი უნდა იყოს დიპლომი. დიპლომი იურიდიულად არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. ის დაახლოებით ისეთივე წესით არის, როგორც ვთქვათ დღგ-ს ანგარიშფაქტურა, შესაბამისი ნომრებით შესაბამისი დაცვითი სისტემებით და მკაცრი წესებით, რა უნდა ეწეროს დიპლომში. აუცილებელი მოთხოვნა მაშინ და დღესაც იყო დიპლომის გაცემის ფაქტიური პერიოდი 98 წლის კონკრეტული რიცხვი და მეორე - აუცილებელი მოთხოვნა იყო სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის დაფიქსირება. არა როდის ჩააბარა, არამედ სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის დაფიქსირება. 98 წელს მე დავამთავრე 5-წლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით, შესაბამისად, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა 5-წლიანი პროგრამის განმსაზღვრელი ვადა და ეს ბუნებრივია, წლებით განისაზღვრებოდა. რომ ჩაეწერა 4-წლიანი, ერთის მხრივ მე მექნებოდა პრობლემა“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა






რომან გოცირიძე - ანაკლიის პროექტი საქართველოს მთავრობამ რუსეთის დაკვეთით დაასამარა
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics