2019-09-29 16:24:27, 8023 ნახვა
სპორტი/ ვალერი მელაძის სიმღერის ჩართვამ ქართველ მორაგბეების და მწვრთნელის პროტესტი გმოიწვია
![]() საქართველოს და ურუგვაის მატჩის შემდეგ, რომელიც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 33-7 დასრულდა, პრესკონფერენციაზე "ბორჯღალოსნების" კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ და მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თამაშის ორგანიზატორები გააკრიტიკეს. სააგენტო popsport-ის ინფორმაციით, საქმე ეხება ვალერი მელაძის სიმღერას, სახელწოდებით "Чего ты хочешь от меня?", რომელიც იაპონიაში, სავარაუდოდ, გვარის გამო, ქართველ შემსრულებლად მიიჩნიეს და მატჩის დროს ეს სიმღერა რამდენჯერმე გააჟღერეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა ბრეგვაძემ, ორგანიზატორებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა. “მინდა, მომენტი გამოვიყენო და თამაშის მომსახურე პერსონალს მეტი ყურადღებისკენ მოვუწოდო. მათ მატჩის დროს რუსული მელოდია ბევრჯერ ჩაგვირთეს და კარგი იქნება, თუკი ამ შეცდომას აღარ გაიმეორებენ” – აღნიშნა ბრეგვაძემ. “თამაშისას გამოყენებული მუსიკა რუსული იყო. ამასთან დაკავშირებით, მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ რუსეთი საქართველო არაა და საქართველოც არაა რუსეთი. ჩვენ სხვადასხვა ენა, სხვადასხვა კულტურა და სხვა ყველაფერიც განსხვავებული გვაქვს. ამდენად, კარგი იქნება, თუკი მსოფლიო რაგბი ამ მხრივ მეტ ყურადღებას გამოიჩენს!” - დაამატა კაპიტნის სიტყვასსძინა ჰეიგმა. ინფორმაცია პოპსპორტმა რაგბის საერთაშორისო მაუწყებელზე დაყრდნბით გაავრცელა.
|
ვიდეო/LIVE პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა
დღის თემა
![]() პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
მთავარი თემა
![]() ![]() პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატიდან, თანადებობაზე 14 დაამტკიცა
![]() „ხელით ვერ მივწვდი და წიხლი დავარტყი“ - დაჩი ბერაია და რომან გოცირიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|