10:23 - 16 Sep, 2019
2019-09-11 17:54:52, 164 ნახვა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა.

 მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის მიმდინარეობა, დაგეგმილი რეფორმების სტატუსი და 2020 წლის ძირითადი ფისკალური მაჩვენებლები. 

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხარე გააგრძელებს პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მაკროეკონომიკური და ფისკალური სტაბილურობის დაცვაზე, რაც გამოიხატება დაბალ საბიუჯეტო დეფიციტში და სახელმწიფო ვალის ურისკო მაჩვენებლებში.

სსფ-ის მისიის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების პოზიტიურ დინამიკას - ეკონომიკის ზრდის ტემპის  მდგრადობას, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებას, საგარეო ფაქტორების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობის შემცირებას.

აღინიშნა, რომ  ხელისუფლების რეფორმების გეგმის შესრულების გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მდგრადი და ინკლუზიური ზრდის უზრუნველსაყოფად.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ შეკირი.

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

მამუკა ხაზარაძის ახალი მოძრაობის პრეზენტაცია






პროკურატურა მელიას ვერ იმორჩილებს
დღეიდან, ჟურნალისტები მთავრობის სხდომის წინ პრემიერს კითხვებს ვეღარ დაუსვამენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics